logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: „რუსთავი 2“-ს დესტაბილიზაციის ინსცენირების ბოლო იმედი აქვს
- +

12 მარტი. 2017. 07:19



პარლამენტის წევრი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


„მგონი მაინც „რუსთავი 2"-ს უკავშირდება... კიდევ ერთხელ დეჟა ვუ-ს გვიწყობენ... ამდენ ხანს „რუსთავი 2" წინასწარმეტყველებს დახურვას, ჩახჩობას და დაპირისპირებას ... ამ „მგელი, მგელის" ძახილით მოახდინეს გავლენა გარესამყაროზე და სტრასბურგის სასამართლოზე... ამ დროს არაფერი ხდება, არც შევარდნა, არც გათიშვა, არც დახურვა და მხარდამჭერების რიცხვიც შემცირდა... რაღაც ხომ უნდა მოიმოქმედონ და არეულობის სურათი შექმნან... ბოლო იმედი აქვთ დესტაბილიზაციის ინსცენირების! „რუსთავი 2"-ს, გამორჩეული აქტიურობით გამოიწვიონ ხელისუფლების რამე მკაცრი რეაქცია, იმედის მოდელზე რასაც აქამდე ვერ ეღირსენ... იმედია ხელისუფლება არ აყვება ! ეს არც 6 მაისია და არც 7 ნოემბერი",  - წერს სალომე ზურაბიშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner