ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტი ციხეების გადატვირთულობის პრობლემის მოგვარების კუთხით სასჯელაღსრულების სისტემაში მიღწეულ შედეგებს დადებითად აფასებს:
„შთამბეჭდავია საქართველოს ხელისუფლების მიერ ციხის გადატვირთულობის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში მიღწეული შედეგები. აღსანიშნავია, რომ საქართველო უკვე რამდენიმე წელია ინარჩუნებს პატიმართა რაოდენობას და მუშაობს სასჯელაღსრულების სისტემის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე", - ეს განცხადება ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის წარმომადგენელმა ბორის ვოდზიმ ციხის გადატვირთულობის პრობლემებთან დაკავშირებით გამართულ რეგიონულ კონფერენციაზე გააკეთა.
მისივე განცხადებით, პრობლემა, რომელიც საქართველოში ბოლო ათწლეულის მანძილზე მოუგვარებლად რჩებოდა, დღეს აღმოფხვრილია, რასაც ფართომასშტაბიანი ამნისტიის გარდა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ განხორციელებულმა კომპლექსურმა რეფორმებმაც შეუწყო ხელი.