logo_geo
eng_logo
შსს-ს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის წვევამდელებმა ფიცი დადეს
- +

12 მარტი. 2017. 10:09



შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 73 წვევამდელმა სამხედრო ფიცი დადო. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, მერაბ მალანია, ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, ივანე ზურაბაშვილი, ასევე, ობიექტების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები და წვევამდელების ოჯახის წევრები დაესწრნენ.


შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მერაბ მალანიამ ახალწვეულებს ფიცის მიღება მიულოცა.


ახალწვეულებმა ფიცის მიღების ცერემონიაზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს, ასევე, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გმირულად დაღუპულ შსს-ს მოსამსახურეთა ხსოვნას.


ღონისძიებაზე ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 19 წარჩინებული ვადიანი სამხედრო მოსამსახურე, სამხედრო სამსახურის პერიოდში გამოჩენილი მამაცობისა და საბრძოლო ღირსების დაცვისთვის, საპატიო სიგელით დაჯილდოვდა, ხოლო 2 წარჩინებული ვადიანი სამხედრო მოსამსახურე - ამავე დეპარტამენტში, სხვადასხვა თანამდებობაზე დასაქმდა.


შსს-ს ობიექტების დაცვის დეპარტამენტში ჯარისკაცები ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლიან. შესაბამისი წვრთნების შედეგად, ისინი სამხედრო საქმიანობას შეისწავლიან და პროფესიულ უნარ-ჩვევებს შეიძენენ. ჯარისკაცები სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაშიც მიიღებენ მონაწილეობას. ისინი უფასო სამედიცინო მომსახურებით და უფასო კვებით იქნებიან უზრუნველყოფილნი და მოკლევადიანი შვებულებითაც ისარგებლებენ. სამხედრო სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ, წარჩინებულ ვადიან სამხედრო მოსამსახურეებს სერთიფიკატები გადაეცემათ, ხოლო, შესაბამისი კონკურსის გავლის შემთხვევაში, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში დასაქმდებიან.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner