logo_geo
eng_logo
ზაალ მიქელაძე: ბათუმის საავადმყოფოებში წუხელ 33 ადამიანი შეიყვანეს, რომელთაგან 15 პოლიციელია
- +

12 მარტი. 2017. 10:52



აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის განცხადებით, წუხელ ბათუმის საავადმყოფოებში სულ 33 ადამიანი შეიყვანეს, რომელთაგან 15 პოლიციელია.


სამართალდამცავებს ძირითადად ზედაპირული ტრავმები აღენიშნებათ, რომელიც ბლაგვი საგნით აქვთ მიყენებული.

აქციის მონაწილეები საავადმყოფოებში ძირითადად ცრემლსადენი გაზის მოწამლვის დიაგნოზით არიან შეყვანილები.

დაშავებულების უმეტესობა საავადმყოფოდან, შესაბამისი დახმარების გაწევის შემდეგ უკვე გაწერეს და სტაციონარში მხოლოდ ერთი ადამიანი რჩება, რომელსაც სავარაუდოდ ტვინის შერყევა აღენიშნება." - განაცხადა მიქელაძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner