ოკუპირებულ აფხაზეთში 12 მარტს დე ფაქტო საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.
ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარის ვალერი ბგანბას განცხადებით, ამ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთში რამდენიმე საერთაშორისო დამკვირვებელს ელოდებიან.
მისი თქმით, მოწვევა გაეგზავნა ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაციას იმ ქვეყნებში, ვინც „აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა", ასევე, რამდენიმე ათეულ უცხოურ ორგანიზაციას, ვინც არჩევნების მონიტორინგს ეწევა.