logo_geo
eng_logo
ზურაბ პატარაძე ბათუმში ღამით განვითარებულ მოვლენებს გაეცნო
- +

12 მარტი. 2017. 13:27



აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დილიდან მივიდა შინაგან სს  მთავარი სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიასთან, სადაც მთელი ღამის განმავლობაში აქცია მიმდინარეობდა. რეგიონის ხელმძღვანელი ადგილზე გაეცნო სიტუაციას. ზურაბ პატარაძემ მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა, სადაც მან თქვა, რომ  სახელმწიფო, ქალაქი, რეგიონი არ შეეგუება ვანდალიზმს, არ შეეგუება უსამართლობას, არ შეეგუება იმ ქმედებებს, რომელიც გუშინ, სამწუხაროდ, ბათუმში განვითარდა.


ასევე მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ  უნდა დავაცადოთ სამართალდამცავ ორგანოებს, კვალიფიციურად, ხარისხიანად და დროულად ჩაატარონ გამოძიება და უახლოეს პერიოდში ჩვენ გვექნება დასკვნები.


სახელმწიფო, ქალაქი, რეგიონი არ შეეგუება ვანდალიზმს, არ შეეგუება უსამართლობას, არ შეეგუება იმ ქმედებებს, რომელიც გუშინ, სამწუხაროდ, ბათუმში განვითარდა. სამწუხაროდ, ჩვენ აქ ვხედავთ პოლიტიკურ ელფერსაც. ზოგიერთი ჩვენი ოპონენტი, პოლიტიკური პარტიები ცდილობენ გადაიყვანონ ეს სხვა სიბრტყეში. კადრებში ჩანდნენ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები. ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია, რომ ჩვენი შვილები ჩართული იყვნენ მსგავს აქციებში. ამასთან ერთად, ჩვენ უნდა დავაცადოთ სამართალდამცავ ორგანოებს, კვალიფიციურად, ხარისხიანად და დროულად ჩაატარონ გამოძიება და უახლოეს პერიოდში ჩვენ გვექნება დასკვნები. ბოლომდე შევისწავლით, თუ რა იყო მიზეზები, თუ ვინ ედგა სათავეში ამ ყველაფერს და ვინ მოახდინა პროვოცირება. პირველ რიგში, ჩვენ აუცილებლად უნდა დაველოდოთ გამოძიებას", - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.


მთავრობის თავმჯდომარემ ასევე აქციაზე დაზარალებულები, სახალხო დამცველის წარმომადგენელი აჭარაში ციალა ქათამიძე და უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ირაკლი ჭეიშვილი მოინახულა. მათი მდგომარეობა სტაბილურია.


მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც იტყვის თავის სიტყვას. თუმცა ყოვლად მიუღებელია პოლიტიკური ელფერი მიეცეს ამ თემას და გარკვეულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა გამოიყენონ ეს საბაბად და ხალხის ბედით მოახდინონ მანიპულირება. გამოძიება აუცილებლად დაადგენს ყველაფერს და ჩვენ გვეცოდინება ზუსტი ინფორმაცია. 2 ადამიანი რჩება საავადმყოფოში. 32-მდე ადამიანი დაშავდა. აქ, კლინიკაში მოვედით და მოვინახულეთ ქალბატონი ციალა, ვუსურვებთ მას გამოჯანმრთელებას. უახლოეს პერიოდში იმედია  ის დატოვებს ამ კლინიკას",- აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.






 

 

 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner