logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც ჩართული იყო ამ ძალადობაში
- +

12 მარტი. 2017. 13:53



ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე პირველ კომენტარს ექსკლუზიურად „გურია ნიუსთან" აკეთებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე:


ძალადობა მიუღებელია! ვგმობ ბათუმში მომხდარ ვანდალურ ქმედებებს. მთავრობამ ამ ვითარებაში მიიღო გონივრული გადაწყვეტილებები.

პოლიციამ გამოიყენა პროპორციული ძალა, შეძლო შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილება და ბათუმში რამდენიმე საათში აღკვეთა ძალადობა.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მოძალადეთა ნაწილი უკვე დაკავებულია. სამართალდამცავები აგრძელებენ მუშაობას და კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი ყველამ, ვინც ჩართული იყო ამ ძალადობაში.

ასევე, მნიშვნელოვანია მათი პასუხისმგებლობაც, ვინც პოლიტიკური მიზნებისთვის სცადა გამოეყენებინა, ორგანიზება გაუწია და ხელი შეუწყო მომხდარს.

იმედი მაქვს ქალაქი მალე დაუბრუნდება ჩვეულ ფორმას", _ განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


მისივე თქმით, ის აუცილებლად შეხვდება „ბათუმელებს და პოლიციელებს, რომლებმაც რთული გამოცდა ჩააბარეს"



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner