ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში წერს, რომ ქალაქი დასალაგებელია და ეს მხოლოდ კომუნალური სამსახურის საქმე აღარაა.
„დილა მშვიდობის ბათუმო! ქალაქი დასალაგებელია, და გუშინდელის გათვალისწინებით მგონი ეს მხოლოდ კომუნალური სამსახურის საქმე აღარაა, მგონი ეს ბათუმელების საქმეცაა.
ეს ღირსეული პასუხი იქნება გუშინდელისთვის, ბათუმის სიყვარულისთვის, მსოფლიოსთვის და იმ პერსპექტიული ტურისტებისთვის, რომლებიც დასასვენებელი ადგილის შერჩევისას პრიორიტეტს სიმშვიდეს და უსაფრთხოებას ანიჭებენ" - წერს უძილაური.