logo_geo
eng_logo
პარლამენტი დღეს ვახტანგ გომელაურს მოუსმენს
- +

30 მარტი. 2016. 11:16



სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური წარადგენს.



გუშინ კი სუს-ის საქმიანობის ამსახველი დოკუმენტი პარლამენტის სამ კომიტეტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, ლევან იზორიამ გააცნო.



აღნიშნული ანგარიში მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა: ოკუპირებული ტერიტორიები, კონტრდაზვერვითი საქმიანობა, ტერორიზმთან ბრძოლა, კიბერუსაფრთხოება, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული უსაფრთხოება, მასობრივი განადგურების იარაღის და მასალების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და სხვა საკითხები, რომელიც სუს-ის საქმიანობის პრეროგატივას განეკუთვნება.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner