პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმის პოლიციის სამმართველოს შენობა დატოვა. პრემიერთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, ვიცე-პრემიერი - ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე და სხვები.
აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა „ქართული ოცნებიდან" ლადო მგალობლიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეხვედრა იყო საინფორმაციო ხასიათის.
„პრემიერი ჩამობრძანდა, დაინტერესდა დეტალებით, რა მოხდა და როგორ მოხდა. მიაწოდა სამართალდამცველი ორგანოების ხელმძღვანელობამ ინფორმაცია. მან ინფორმაცია მიიღო, თუ ზოგადად რა მოხდა და როგორ მოხდა. ამის შესახებ იყო საუბარი", - განაცხადა მგალობლიშვილმა.
მისივე თქმით, ეგზალტირებული ხალხი იყენებდა არაადეკვატურ ძალას და ახორციელებდა ძალადობრივ ქმედებებს.