logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: „რუსთავი 2“-ს გეგმა ჩაეშალა
- +

12 მარტი. 2017. 14:21



საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში გუშინ, ბათუმში მომხდარ მოვლენებს ეხმაურება.

 

2-0
- რუსთავი 2"- გეგმა ჩაეშალა ( გამარჯვება სტრასბურგის შეჩერება კი არ იყო, რო იზეიმეს წაგებულ ომსავით, არამედ ის რომ ვერ წამოაგეს ხელისუფლება; და იმედის მსგავსად მათ არც შეუჩერებიათ, არც დაუშლიათ და საერთოდ არაფერი უმოქმედებიათ უზენაესი სასამართლოს განაჩენის შედეგად... ამ დროს კი 2- შეგირდები ყველა უცხოელებს აფრთხილებდნენ კულარულად, რომ მზადდებოდა ღამით თუ დილით 8 მარტსვე შევარდნა.

-გუშინ ღამით ბათუმის გეგმა ჩაეშალათ. თუმცა ყველაფერი მზად იყო, ჯერ საზოგადოებრივი მოულოდნელი პროტესტი (რომელ და ვის მოქმედებით გამოწვეული, ეს სერიოზულად გამოსაძიებელია, თუნდაც სახელმწიფო ინსტიტუტების შიგნით) და შემდეგ, სრულიად უცხოდ საქართველოსთვის, ორგანიზებულ ვანდალიზმი (1989 წლიდან რომ არ გვინახია. 2009 წლის ას დღიან აქციების ბოლოს ვწერდი კიდევაც, თუ როგორი მშვიდობიანი უნდა იყოს ერი, რომელიც ამდენ ძალადობის მიუხდავად, არც ერთი მანქანის შუშა თუ ვიტრინა არ ჩამოლეწავს). აქაც გამზადებულ ხაფანგში არ/ვერ ჩაითრიეს ხელისუფლება: ახალგაზრდების დარბევა, ნაციონალების უკვე გამოცხადებული სოლიდარობა (თბილისის, რუსთავის ქუჩებში), თურქეთის საზღვარზე დესტაბილიზაციით აპელირება, და მსოფლიო თანამეგობრობისთვის მიმართვების დაგზავნა! მთელი ღამე კი უძახეს სამართალდამცველებს უნიათო უმართავი სიტუაციის წინაშე, მაგრამ დარბევაზე და გადამეტებულ ძალის გამოყენებაზე ვერ აიყოლიეს.

ორივე შემთხვევაში თუნდაც გათვლა იყო შიდა უკმაყოფილების მაშტაბურ პროტესტად ქცევა, და გარეთ ხელისუფლების ერთი წარმატების სიმბოლურ და პოლიტიკურ დონეზე ანუ ვიზა-ლიბერალიზაციის შეჩერება, ანუ ქვეყნის დისკრედიტაცია.

ამ ყველაფერზე ოპოზიცია და მისი რუპორები (მართლაც ლუსტრაცია) წავიდნენ ღიად! ბათუმის ღამის ხანძრების შუქზე ბევრი რამ გახდა ნათელი...

მესამე რაუნდი ხლა იწყება: როგორ მოერევა ხელიუფლება ამ ახალ გამოწვევას: გამოძიება ჩატარდეს სრულყოფილად (ამდენი დაუსრულებელი გამოძიების ფონზე! ამდენი ჩაბუდებული დივერსანტი სახელმწიფო სტრუქტურებში), მტკიცებულებელი ისეთი დონის იყოს, რომ გარეთ და შიგნით უპასუხო კითხვები არ დრჩეს, და ყველა ისე დაისაჯოს როგორც ეკადრება სახელმწიფოს... თუმცა ვერ უნდა გადაიყვანონ, რაც არ უნდა ამას საზოგადოების შეურაცხყოფილი ნაწილი და გასაგებად ითხოვდეს, სამართლებრივ ჩარჩოს გარეთ.

და ეს იქნება 3-0!" - წერს ზურაბიშვილი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner