დღეს, „დინამო არენაზე" რუს მორაგბეებთან დაგეგმილ მატჩში „ბორჯღალოსნებს" მამუკა გორგოძე უკაპიტნებს. შეხვედრა 18:00 სთ-ზე დაიწყება.
სამი ტურის შემდეგ საქართველო 14 ქულით ლიდერობს შეჯიბრს და ერთი მოგებით უსწრებს უახლოეს მდევარ რუმინეთს. რუსეთი კი 4 ქულით ბოლოსწინა, მეხუთე ადგილზეა.