საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„ისმის კითხვა, რატომ არ აქტიურობს პოლიცია. რომ იაქტიუროს და ამ მოზარდებიდან, რომელიმეს უბრალოდ შიშით გული გაუსკდეს, მერე ხომ ანბანის მიხედვით დაეწყობა პოლიტპარტიები მიტინგის რიგში!
რა იყო, გათენდებოდა და ისედაც იშლებოდნენ ბავშვებიო!
ბათუმს, მეცამეტე რაიონად არ გადაგაქცევინებთ!!! ყველაფერი გაირკვევა, ვინ დგას ამ აქციის უკან, მერე არ იყოს თავის მართლება და ტირილი!
შეწყნარებას ვერ ეღირსებით, ბათუმის გავერანებისთვის სათანადოდ დაისჯებით!", - წერს ოთარ ჩრდილელი.