logo_geo
eng_logo
ცოტნე გამსახურდია: ვინც ამ ბრბოს გამართლებას დაიწყებს, ის თქვენი, ჩვენი ქვეყნის მტერია!
- +

12 მარტი. 2017. 17:50


 

„ძილის ყველანაირი სურვილი გაქრა... წავალ, ვიბოდიალებ და ვინატრებ, რომ ჩემს ქალაქში აღარასოდეს გამნეორდეს, რაც შეგნებულმა მოღალატეებმა და შეუგნებელმა ბრბომ დამართა ოდესღაც. თქვენ კი უფასო რჩევას დაგიტოვებთ, დებო და ძმებო:

 

ხელისუფლებისადმი ჩემი დამოკიდებულება იცით ყველამ, ვინც კი ოდესმე შემოსულა ქართულ facebook-ზე. მაგრამ გახსოვდეთ, ვინც ამ ბრბოს და პოლიტიკური დემაგოგიით ძალადობის გამართლებას დაიწყებს, ის თქვენი, ჩვენი ქვეყნის მტერია! ასეთებს მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების წყურვილი და მდაბიო ბრბოს თვალში ქულების მოპოვება ადარდებს ცრუ სოლიდარობით. ასევე ლაჩარი და უვარგისია ყველა ის, ვინც ამაზე ენის მოჩლექით ილაპარაკებს, დაწყებული ჩვენი „პლასტელინადან". მათ მხოლოდ ბნელი ინსტინქტების გამოყენება სურთ და არა - სიბნელის გაფანტვა! ასე გასინჯეთ, უფრო აწყობთ კიდეც...

არ დაუჯეროთ არცერთს.

მოვრჩი", - წერს ცოტნე გამსახურდია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner