logo_geo
eng_logo
გია მაისაშვილი: ვანდალიზმი და ქართული სახელმწიფოს აბუჩად აგდება დაასრულეთ!
- +

12 მარტი. 2017. 18:38


 

გია მაისაშვილი სოციალურ ქსელში ბათუმში გუშინ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება:

 

„ბათუმში მიმდინარე მოვლენების ფონზე, უადგილო ამაზრზენია პოლიტიკურ პარტიათა უგემოვნო მცდელობა, ყველაფრის მარტივად და ზედაპირულად პოლიტიზირებისა. ასეთი ქაოსი უნდა აღიკვეთოს ფაქიზად და მტკიცედ ჩანასახშივე, ძირითადად ადგილობრივი მთავრობისა და პოლიციის მიერ. მათ უნდა უზრუნველყონ მოქალაქეთა უსაფრთხოება და კანონის უზნაესობა მკაცრად, მხოლოდ სამართლიანად. ქაოსისა და აგრესიულობის დროს , შეკრების თავისუფლების ღირებულება უნდა დაექვემდებაროს მოქალაქეთა უსაფრთხოების ღირებულებას. აჭარის მთავრობავ, იმოქმედე სწრაფად მოქალაქეთა უსაფრთხოების დასაცავად, აღკვეთე ქაოსი და კანონ დარღვევა. დაუშვებელია უსუსურობა. ყველა მოქალაქე თანაბრად ძვირფასია, როგორც პროტესტის გამომთქმელი, ასევე კანონიერების ფორმიანი დამცველი. ვანდალიზმი და ქართული სახელმწიფოს აბუჩად აგდება დაასრულეთ!" - წერს გია მაისაშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner