logo_geo
eng_logo
შორენა ბეგაშვილის შვილისთვის ჩატარებული 4 საათიანი ოპერაცია გართულებების გარეშე დასრულდა
- +

30 მარტი. 2016. 11:24

 

 

მსახიობ შორენა ბეგაშვილის შვილისთვის გუშინ ჩატარებული 4 საათიანი ოპერაცია გართულებების გარეშე დასრულდა. პაციენტი გადაყვანილია კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში.



"იაშვილის კლინიკის ტრავმატოლოგთა გუნდის მიერ ჩატარებული 4 საათიანი ოპერაცია გართულებების გარეშე დასრულდა. პაციენტი გადაყვანილია კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში", - წერია იაშვილის კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.



შორენა ბეგაშვილის 14 წლის ქალიშვილი რამდენიმე დღის წინ საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან გადმოვარდა. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner