logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა: ვის სჯერა, რომ ჯარიმების გამო იყო წუხელ ეს ამბები ატეხილი?
- +

12 მარტი. 2017. 19:01



ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით წერს:

 

„ვის სჯერა, რომ ჯარიმების გამო იყო წუხელ ეს ამბები ატეხილი? ვის სჯერა იმის, რომ საპატრულოს უფროსმა ორი კვირის წინ ტაქსის მძღოლს თათარი უწოდა და ქალაქი გადაბუგა, ვითომ აღშფოთებულმა წესიერმა მოქალაქეებმა. 9 წელი რომ აუპატიურებდნენ და უკანონონდ იჭერდნენ, ქუჩებში ხოცავდნენ ბიჭებს და რეაქცია არ ჰქონია იმ ხალხს, ახლა შეელახათ ქართველობა და ღირსება? რკინის „ბიტებით", ქვებით და ასაფეთქებლებით წვავდნენ და ლეწავდნენ პოლიციის მანქანებს? ხულოდან ჩამოყვანილი ხალხით ბუგავდნენ ხომ ბათუმს? ბათუმელი არ იკადრებდა ამას, ასეა ეს! სერიოზულად მართებს დღეს მთავრობას რეაგირება და სასტიკად დასჯა ორგანიზატორების! დემოკრატია აღარ გამოვა, ანარქიისკენ მივყავართ ამ ყველაფერს!" - წერს ნინო ჯღარკავა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner