logo_geo
eng_logo
ცოტნე გამსახურდია: კარგად ჩანს, რომ ბათუმს აცდა ოთხმოცდაათიანები!
- +

12 მარტი. 2017. 19:21



საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში ბათუმში წუხელ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ვუყურებ ახლა პირდაპირ ეთერში გაჯეჯილებულ ბრბოს,რომელიც აყირავებს და წვავს მანქანებს, ანადგურებს ქალაქის კეთილმოწყობას და ინფრასტრუქტურას, უბრალოდ ტკბება საკუთარი ძალით (არა, ამათ თავაშვებულობა და სეირის ჟინი უფრო ეტყობათ, ვიდრე სამართლიანი რისხვა!) და ცუდად მოსასმენი ჭეშმარიტება ტრიალებს გონებაში:

არ შეიძლება ბავშვმა გამოტოვოს განვითარების ეტაპები. როგორ კარგად ჩანს, რომ ბათუმს აცდა ოთხმოცდაათიანები! არ უნდათ ამათ კანონი, წესრიგი, უზრუნველყოფილი და ორგანიზებული ცხოვრება, არა!

P.S. მარგველაშვილმა ფაქტობრივად საარჩევნო კამპანია დაიწყო... ხტფუი!", - წერს გამსახურდია. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner