„ქართული ოცნების" წევრი დათო ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში ბათუმში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ძალიან არ მომწონს ის რაც ხდება ბათუმში. დაკავებულები ამბობენ რომ „მათზე ფიზიკურ ძალადობას" ადგილი არ ჰქონიაო. მაშ რა ხდებაა. ხალხი ვინ გამოიყვანა და გააბრაზაა. საჭიროა, სწრაფი მოქმედება ხელისუფლებისაგან რათა უსწრაფესად განიმუხტოს მდგომარეობა და შემდეგ დადგინდეს რასთან გვაქვს საქმე. „ფრთხილად ქართველებო, ფრთხილად" ვენაცვალე ჩვენს აჭარლებსა და ბათუმელებს, მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს. ყველაფერი ობიექტურად და სამართლიანად უნდა დასრულდეს", - წერს ლორთქიფანიძე.