logo_geo
eng_logo
ბათუმის საქალაქო სასამართლოში წუხელ დაკავებული 16 სამართალდამრღვევის პროცესი გაიმართა
- +

12 მარტი. 2017. 19:35



ბათუმის საქალაქო სასამართლოში წუხელ განვითარებული მოვლენების დროს დაკავებულების სასამართლო პროცესები დასრულდა. ოფიციალური ინფორმაცია სასამართლოს მხრიდან ამ დროისთვის უცნობია, თუმცა, არსებული ინფორმაციით, დღეს 16 პირის პროცესი გაიმართა, რომლებიც ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.


ამ 16 პირიდან 3 არასრულწლოვანი იყო, რომლებიც სასამართლომ პასუხისმგებლობის დაკისრების გარეშე გაათავისუფლა. 6 პირის პროცესი გადაიდო, შვიდს კი ადმინისტრაციული წესით 5 დღით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სულ დაკავებულია 40 ადამიანი, მათი სასამართლო პროცესები მომდევნო დღეებში გაგრძელდება. ბათუმის საქალაქო სასამართლომ კი დღეს მუშაობა დაასრულა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner