ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც თან „ნაციონალური მოძრაობის" წევრის დავით კირკიტაძის ფოტოს ურთავს.
„დათო კირკიტაძე, შე ნაციონალო, რომელ გამარჯვებაზე ლაპარაკობ, ბათუმს რომ წვავენ თქვენი მოსყიდული ვანდალები?! ქვეყნის დანგრევაც კი გიღირთ, ოღონდ ისევ მოხვიდეთ ხელისუფლებაში... ამას, ვერ ეღირსებით! თქვე სადისტებო და ავადმყოფებო!.. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მტრები!", - წერს ლიპარტელიანი.
აღნიშნული სტატუსი და ფოტო დავით კირკიტაძემ წუხელ, ბათუმის მოვლენების დროს facebook-ის პირად გვერდზე გამოაქვეყნა.