logo_geo
eng_logo
გიორგი მღებრიშვილი: მიტინგი ისე დაიშალა, რომ მოქალაქეების მხრიდან დაზარალებული არავინაა
- +

12 მარტი. 2017. 20:52



საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირდაპირ ეთერში, ბათუმში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა, რომ პოლიციელებმა პროფესიონალურად იმოქმედეს და მიტინგი ისე დაიშალა,მოქალაქეების მხრიდან დაზარალებული არავინაა. მისივე თქმით, პოლიციამ მაქსიმალური თავშეკავება გამოიჩინა პროცესების მიმდინარეობისას.


„გუშინ ეს მოვლენები შეიძლება ითქვას, რომ აბსოლუტურად კატასტოფულად განვითარდა. არავინ ელოდა მოვლენების ასეთ განვითარებას. ჩემი პირველი მოადგილე ადგილზე იმყოფებოდა და აკვირდებოდა სიტუაციას, მაგრამ მიუხედავად ამისა, როდესაც უკვე განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ მანიფესტაციის მონაწილეები და მომიტინგეები, მე პრემიერისგან მივიღე დავალება, ჩავსულიყავი ბათუმში და ადგილზე მე თვითონ მეხელმძღვანელა იმ ღონისძიებისთვის, რაც შემდგომ ჩატარდა.

 

მთელმა საქართველომ იხილა, თუ რა ხდებოდა ბათუმში, მაგრამ ეს ხდებოდა მხოლოდ ერთ ქუჩაზე, ბათუმის სამხარეო პოლიციის, ასე ვთქვათ დეპარტამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც განსაკუთრებულ აგრესიას იჩენდნენ მომიტინგეები.

 

პოლიციამ მაქსიმალური თავშეკავება გამოიჩინა და ბოლომდე ვეცადეთ, რომ განგვემუხტა სიტუაცია, მაგრამ როდესაც უკვე დავინახეთ, რომ შეუძლებელი იყო ეს და მომიტინგეები ზღვარს გადავიდნენ, ჩვენ ისღა დაგვრჩენოდა, რომ სამწუხაროდ გამოგვეყენებინა ცრემლსადენი გაზი.

 

პოლიციელებმა პროფესიონალურად იმოქმედეს და მიტინგი ისე დაიშალა, რომ მოქალაქეების მხრიდან დაზარალებული არავინაა, თუმცა პოლიციელების მხრიდან რამდენიმე დაშავებულია", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner