ჟურნალისტი ნინო ჟღარკავა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის შესახებ facebook-ზე პოსტს აქვეყნებს:
„ამხელა ფილარმონია კაცი გიორგი პაპუაშვილი რომ გამოვარდა და ტელეეკრანიდან ყვიროდა, ჩემს ოჯახს ემუქრებიანოო, ახლა დეტალურად რა მომხდარა: ნაცნობ მემწვანილეს, რომელსაც აქტიური მყიდველების მობილურის ნომრები, როგორც წესი, ჩაწერილი აქვს, ერთ დღესაც სახლში ისვენებდა მემწვანილე, ბავშვს შემთხვევით თითი დაუჭერია პაპუაშვილის ცოლის ნომერზე, მემწვანილეს შვილისთვის დაუყვირია - მოეთრიეე აქ, თორემ მოგკლავო, პაპუაშვილის ცოლს ჰგონებია მას ემუქრებოდნენ და ატეხა ქმარმა კივილი, აღიძრა საქმე, მიიყვანეს მემწვანილე და მოყვა ამბავი. ასე გაბანძდა ამხელა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე კაცი, ესენი გვასხდნენ თავზე ხომ? პ.ს. რას გიშვრებათ ეს ივანიშვილი?", - წერს ჟურნალისტი.