logo_geo
eng_logo
გიორგი მღებრიშვილი: ამ წუთისთვის ბათუმში პოლიცია სიტუაციას სრულად აკონტროლებს
- +

12 მარტი. 2017. 21:20



საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ ამ წუთებში, ბათუმში სიტუაცია სრულიად განეიტრალებულია და პოლიცია ვითარებას სრულად აკონტროლებს.

 

„ვფიქრობ, გადაჭარბებული შეფასებებია მიცემული ამ ფაქტზე. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მოქმედებდნენ კანონის ფარგლებში. მათ არაფერი დაურღვევიათ. თუკი ვინმეს უფლება დაირღვა, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მიმართოს შესაბამის ორგანოს და უწყებას. მაგრამ პროტესტის გამოხატვის ის ფორმა აბსოლუტურად მიუღებელია.

 

ამ წუთისთვის სიტუაცია სრულიად განეიტრალებულია და პოლიცია სიტუაციას სრულად აკონტროლებს. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ არც ბათუმში და არც საქართველოს ნებისმიერ სხვა ქალაქში მსგავს ვანდალიზმს და პროტესტის გამოხატვის მსგავს ფორმებს", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.


რაც შეეხება კითხვას, გამკაცრებულია თუ არა ბათუმში ურჩი მძღოლების მიმართ საპატრულო ღონისძიებები, მინისტრმა განმარტა, რომ გამკაცრებული არ არის და პოლიციელები კანონის ფარგლებში მოქმედებენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner