მომღერალი ია ჩანტლაძე სოციალურ ქსელში ბათუმის მოვლენებს ეხმაურება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„შეკრების, სიტყვის, გამოხატვის, პროტესტის უფლება მესმის!
მაგრამ ის, რაც გუშინ ვნახე ყველა ზღვარს სცილდება!
ყველა უნდა დაისაჯოს, ვინც ბათუმში მანქანებს წვავდა, პოლიციაში შეჭრას ლამობდა და ზოგადად, ბრბოს პრინციპით მოქმედებდა!
ამ ხალხს აბსოლუტურად დაკარგული აქვს სახელმწიფოებრივი და ზოგადად აზროვნების უნარი!
ეს იყო უაზრო თემაზე ესკალირებული პროტესტი, რომელსაც არაერთი პოლიტიკური ძალა ახლა თავის სასარგებლოდ გამოიყენებს!", - წერს ჩანტლაძე.