logo_geo
eng_logo
გიორგი უძილაური „რუსთავი 2“-ს: ისევ ტყუით, თქვენ მობილიზებული იყავით აჭარაში!
- +

12 მარტი. 2017. 23:04


 

ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში წერს:

 

„არ მინდა ხელი შევუშალო „რუსთავი 2"-ს ამჟამინდელ თავისმართლებაში, თუმცა რადგან მახსენეს მეც შევახსენებ - სწორი ინფორმაცია მქონია , რომ „რუსთავი 2" ერთი კვირით იყო მობილიზებული აჭარაში და ამას ამტკიცებს არა მხოლოდ ამ არხის გუშინდელი უცნაური ოპერატიულობა არამედ დღეს დაანონსებული სიუჟეტი დენდროპარკზე. ჩასვლის გარეშე მაგ სიუჟეტს ვერ გააკეთებდით, ანუ ისევ ტყუით, თქვენ მობილიზებული იყავით აჭარაში. ჰო და კიდევ, გუშინ ვარშალომიძე გამოიყვანეთ, რომელიც ბინძურად ცრუობდა ივანიშვილზე - მას აჭარის სიძულვილს აბრალებდა. ესეც დესტრუქციის წახალისებაა. მაგრამ რაც არ უნდა ქნათ, ვარშალომიძეც და თქვენი პარტიაც ვერ დაბრუნდებიან ხელისუფლებაში... აი დენდროპარკი კი მაინც აშებდება!",- წერს უძილაური. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner