logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ჩვენ ვიცით, რომ „რუსთავი 2“ არის მიკერძოებული, პარტიული ტელევიზია...
- +

12 მარტი. 2017. 23:26



ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ „რუსთავი 2"-ის საქმესთა დაკავშირებით ტელეკომპანია „იმედის" ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს საქართველოში სიტყვის თავისუფლება არის დაცული და „რუსთავი 2"-ს აქვს შესაძლებლობა აწარმოოს ისეთი სარედაქციო პოლიტიკა, როგორიც სურთ.


„ჩვენ ვიცით, რომ არის მიკერძოებული, ჩვენ ვიცით, რომ ეს არის პარტიული ტელევიზია, თუმცა მათ აქვთ ყველანაირი შესაძლებლობა, რომ მაუწყებლობა გააგრძელონ ყველანაირი პრობლემის გარეშე. ჩვენ მხარს ვუჭერთ მედია პლურალიზმს",-განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ ყველა უნდა დალოდოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner