„ოპონენტებს არ ესიამოვნათ, რომ ვერ მოახერხეს პარალელების გავლება ძალოვანების ქმედებებს შორის", - ამ სიტყვებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ბათუმში განვითარებულ მოვლენებს გადაცემა „იმედის დროში" ეხმაურება. როგორც ბესელია აღნიშნავს, ყველამ იცის „ნაციონალური მოძრაობა" როგორ ცდილობს სიტუაციის დაძაბვას და ყველა სიტუაციის გამოყენებას პოლიტიკური მიზნებისთვის.
„არ სჭირდება სხვაზე გადაბრალება იმას, რაც საყოველთაოდ აღიარებული ჭეშმარიტებაა. ეს ჭეშმარიტება არის ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ასოცირდება ძალადობრივ ქმედებებთან, რომლისთვისაც ადამიანი არაფერი არ იყო",- განაცხადა ეკა ბესელიამ და დასძინა, რომ გუშინ საქართველოს ძალოვანმა სტრუქტურებმა ძალიან კარგად იმუშავეს.