logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: ნათლად გამოჩნდა, რას აკეთებს ახალი კანონის შემდეგ სუს-ი
- +

30 მარტი. 2016. 12:05



საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ეკა ბესელია ლევან იზორიას მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს დადებითად აფასებს. ბესელიას მიაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ძალოვანი უწყებების მიმართ საპარლამენტო კონტროლი ხორციელდება.



ზოგადად, მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, როდესაც ამ პარლამენტში პირველად ხდება ის, რომ შესაძლებელია, საერთოდ, არა მარტო ამ ახალი სამსახურის, არამედ, ზოგადად, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ძალოვანი უწყებების მიმართ საპარლამენტო კონტროლის განხორციელება. არ ვიცი მაგალითად რომელი პერიოდი შეგვიძლია მოვიყვანოთ, ერთი მაგალითიც კი, რომელიც შესაძლებელია გამოგვადგეს, - როდის იყო უკეთესი ან იყო კი, საერთოდ, საპარლამენტო კონტროლი აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ძალოვან სტრუქტურას შორის, - ასეთი მე არ მახსოვს, ოდესმე იყო თუ არა შესაძლებელი, ასევე ძალოვანი უწყებების მხრიდან ანგარიშის წარმოდგენა პარლამენტისთვის.

 

 

ვფიქრობ, სწორედ ამ ახალი მიდგომით, მით უფრო, რომ ახალი სამსახურია ჩამოყალიბებული, რომელსაც ძალიან კონკრეტული ამოცანები აქვს, ჩვენი ოპონენტების სრულიად გაუგებარი ბრალდებების ფონზე, ვფიქრობ, სამსახურს ძალიან კონკრეტული ფუნქცია და ამოცანა აქვს. ჩვენ შეგვიძლია დახურულ ფორმატშიც და ღია ფორმატშიც, იმ დაშვების ფარგლებში, რაც შესაძლებელია, კიდევ მეტი ინფორმაცია მივიღოთ. თუმცა ღია ფორმატში ძალიან გასაგებად და ნათლად იყო დანახული, თუ რას აკეთებს ახალი კანონის შემდეგ და ამ გაყოფის შემდეგ, ეს სამსახური", - განაცხადა ეკა ბესელიამ სხომათა დარბაზში სიტყვით გამოსვლისას.



ამასთანავე, ბესელია საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გია ბარამიძის რეპლიკასაც გამოეხმაურა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ლევან იზორიას კითხვით მიმართა, თუ რამდენი პირია დაკავებული ბოლო პერიოდში ჯაშუშობის ბრალდებით. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ბარამიძის კითხვა არასერიოზულად მიიჩნია.



როდესაც გიორგი ბარამიძე ახსენებს, ეთნიკური ნიშნით არსებობს ეს გვარები და ამ სამსახურს ვეკითხებით - „ვინ დააკავეთ თქვენ რუსეთის ჯაშუშები" , თუ გვინდა ის სტანდარტი გამოვიყენოთ, რა სტანდარტებსაც თქვენ იყენებდით, ეს სტანდარტი ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური ოპონენტი, რომელზეც თქვენ ამას აცხადებდით, იყო რუსეთის ჯაშუში. ყველა ის ჟურნალისტი, რომელიც არ იყო მისაღები თქვენი ხელისუფლების დროს, ეს იქნებოდა ფოტოგრაფი თუ სხვა ტიპის ჟურნალისტური საქმიანობით დაკავებული პირი, იყო ჯაშუში. ყველა ოპოზიციის ლიდერი იყო რუსეთი ჯაშუში. ყველა ის ადამიანი, რომელიც მიუღებელი იყო და მათ შორის აგვისტოს ომში მონაწილეობდა და იყვნენ მფრინავები, ისინიც იყვნენ ჯაშუშები. სწორედ ამ სტანდარტით ადგენდით, ვინ იყო ჯაშუში და მერე ამ რუსეთის ჯაშუშებს სასამართლო განაჩენში უწერდა, რომ დაუდგენელ დროს, დაუდგენელ ვითარებაში, დაუდგენელ პირისგან გადასცა რაღაც ინფორმაცია და იმ ინფორმაციის მატარებელ „ფლეშკებზე", ზოგზე მუსიკალური ჰანგები იყო ჩაწერილი, ზოგზე -სხვადასხვა გასართობი სათამაშო.

 

 

თუ ამ სტანდარტებით ვსაუბრობთ, ვერასოდეს ვიპოვით საერთოს, რომლითაც შეიძლება შეფასების კატეგორიები დავადგინოთ. ამიტომ ასეთი განცხადებები არის სრულიად არასერიოზული და ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ახლა, ამ ახალი სტანდარტით, რომ შეგვიძლია მოვისმინოთ, რას აკეთებს კონკრეტულად ეს სამსახური, დასდევს, მართლაც, თუ არა პოლიტიკურ ოპონენტებს, როგორც ამას თქვენ აკეთებდით და როგორც დაგვდევდით, თუ აკეთებს იმას, რომ ქვეყნის უსაფრთხოების კუთხით პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებს. პირადად მე მგონია, ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია და რამდენადაც ახალი სისტემაა, ახალი მიდგომაა, ახალი კანონია და სამსახურიც ანგარიშვალდებულად გრძნობს თავს პარლამენტის მიმართ. მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner