logo_geo
eng_logo
გიორგი უძილაური „რუსთავი 2“-ს: ველი კონკრეტულ ფოტო ან ვიდეო მასალას, სადაც ჩანს აყრილი რელსები!
- +

13 მარტი. 2017. 01:12


 

„ორი დღეა ჩემი სტატუსები „რუსთავი 2"-ს ეხება. შაბათ-კვირას მოვიცალე მათთვის, მიზეზებიც მომცეს გუშინდელი ქცევითაც და დღესაც. მოკლედ, ახლახანს „რუსთავი 2"-ს მორიგი პასკვილი სიუჟეტი ვნახე დენდროპარკის მშენებლობაზე", - ამის შესახებ ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში წერს.

 

„ჟურნალიტს სიუჟეტის ტენდენციურობისგან თავის ასარიდებლად ჩემთვის რომ დაერეკა, ან თუნდაც რომ დაეგუგლა, აღმოაჩენდა, რომ ხეების გადატანა დენდროპარკისთვის არანაირ საიდუმლოს ან ექსკლუზიურ ინფორმაციას არ წარმოადგენს. დენდროპარკის მშენებლობა ჩვენვე დავაანონსეთ და პირადად მე საკმაოდ დეტალურადაც მისაუბრია ამ ტემაზე მედიასთან, ასე რომ „რუსთავი 2"-სგან გაფართოებული თვალებით რაღაც უცნაურობაზე საუბარი ღიმილის მომგვრელია. რაც შეეხება პრეტენზიებს:

 

ხეების გარშემო არსებული ნიადაგის ფენის აღდგენის ვალდებულება აღებული აქვთ დენდროპარკის მშენებლობაში ჩართულ კომპანიებს და ამის გაგება „რუსთავი 2"-ს არ გაუჭირდებოდა თუ ვინმეს კითხავდა. მაგრამ ეს რომ ეკითხა, გაბუნია ეპიკური ტრაგიზმით ვერ წამოიძახებდა ეს გაუგონარიაო! და საერთოდ, ეს პასკვილიც არ გამოვიდოდა.

 

მეორე პრეტენზია იყო რკინიგზის შეფერხება და რელსების აყრა. „რუსთავი 2" თუ დაასახელებს ერთ ფაქტსაც, როცა რკინიგზა შეფერხდა დენდროპარკის მშენებლობის მიზეზით, ტაშს დავუკრავ. ასევე ველი კონკრეტულ ფოტო ან ვიდეო მასალას, სადაც ჩანს აყრილი რელსები. ეს „რუსთავი 2"-ს ვერ ექნება, იმიტომ რომ მსგავსი არ მომხდარა.

 

(ვერ ვხვდები, რატომ ვერ მიაღწია „რუსთავი 2"-მა სიუჟეტების, თუნდაც პასკვილების ხარისხიან კეთებას და რატომ იყენებს ისეთ აბსურდულ პრეტენზიებს, რომლებსაც ვერ დაამტკიცებს).

 

მესამე პრეტენზია ხეებისთვის აშენებული გზებია. ის გზები რჩება მოსახლეობას, მათ შორის წვერმაღალას მაცხოვრებლებს, რომლებსაც აქამდე გრუნტის გზა ქონდათ.

 

რაც მთავარია, ხეების მოძიება და მოსახლეობისგან შესყიდვა ხდება კანონის სრული დაცვით. გარდა იმისა, რომ ადამიანები სარგებელს ნახულობენ, კეთდება ინფრასტრუქტურა, საქმდება ხალხი და შენდება მსოფლიოში უნიკალური დენდროპარკი, აღარ ვსაუბრობ თავად ხეებზე, რომლებსაც დიდი ალბათობით პატრონებისგან ერხვა ელოდათ. რათქმაუნდა, ყველა მესაკუთრის ნებაა - მოჭრის თუ გაყიდის მის კუთვნილ ხეს, მაგრამ ბევრად უკეთესია თუ ეს უნიკალური ნარგავები გადარჩებიან და მსოფლიოს ერთ ერთ უნიკალურ ბოტანიკურ მუზეუმად წარსდგებიან ტურისტების და მომავალი თაობების წინაშე. მაგრამ ეს ყველაფერი „რუსთავი 2"-ს არ აინტერესებს, მათი მიზანია შური იძიონ ნაცების ზეობასთან ერთად დაკრძალული პრივილეგიების გამო. ძაღლი ყეფს, დენდროპარკი მაინც აშენდება", - წერს უძილაური. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner