ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი საპტრიარქოს ტელევიზიის „ერთსულოვნების" კოლექტივის მიერ გამართულ ბრიფინგს სოციალურ ქსელში ეხმიანება:
„მხოლოდ ამ მოკრძალებული სახით გამოვხატავთ ჩვენს პოზიციასო" და მოუკრძალებელს რას აპირებდნენ ნეტავ - ბარიკადებს, თუ კარვების გაშლას?! ან სად არიან „ერთსულოვნებას" სახეები? რატომ არ დგანან მანდ? ვინც ამ ტელევიზიის სახელით მედიას კომენტარები მისცა, ის გურამ დონაძესთან უფრო ასოცირდება, ვიდრე საპატრიარქოს არხთან", - წერს ნინო მიქიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოს ტელევიზიის კოლექტივმა სპეციალური ბრიფინგი გამართა და მეუფე პეტრე (ცაავას) ტელევიზიის დირექტორად დაბრუნება მოითხოვა.