logo_geo
eng_logo
შალვა ხაჭაპურიძე: თქვენ რა გგონიათ, რაც საპატრიარქოში და „რუსთავი 2“-ში ხდება, ეს სხვადასხვა ჯაჭვია?!
- +

13 მარტი. 2017. 01:39


 

„თქვენ რა გგონიათ, რაც საპატრიარქოში ხდება, რაც „რუსთავი 2"-ში ხდება, ეს სხვადასხვა ჯაჭვია? - ეს არის ერთი მთლიანი ჯაჭვი. ეს ყველაფერი „ნაციონალებს" ჰქონდათ დაგეგმილი", - ამის შესახებ ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ „მარშალპრესს" განუცხადა.

 

„მამალაძე შეგზავნილია ეკლესიაში, ის დეკანოზი აღარაა, დამთავრდა მისი დეკანოზობა, ვინმე წვერებიანი მამალაძე შეაგზავნეს ეკლესიაში, იმისთვის, რომ შიგნით განხეთქილება მოეხდინათ, დაწყებულიყო ეკლესიის ბუნტი, მერე ამას უნდა აჰყოლოდა მამა პეტრე, ისიც „ნაციონალების" შეგზვანილი და უნდა აწეულიყო უზარმაზარი ტემპერატურა. ამას ნებსით თუ უნებლიედ ვიღაცეებმა ხელი შეუწყვეს. ამ ყველაფერის მოყვებოდა „რუსთავი 2"-ის საქმეც, დაგეგმილი იყო მთელი უბედურება. ღვთის წყალობით, საგამოძიებო უწყებებმა იმუშავეს ძალიან კარგად და ქვეყანას ააცილეს უდიდესი ტრაგედია, დიდი სისხლის ღვრა. საბოლოოდ ამ ყველაფერის უნდა მოყოლოდა ის, რომ ძალაუფლება უნდა დაებრუნებინა მიხეილ სააკაშვილს. ეს არის სათქმელი სტრასბურგისთვის, თუ რა საშიშროების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა და ხელისუფლება", - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner