logo_geo
eng_logo
ნინო კვაჭანტირაძე: წუხელ თქვენი წილი სამშობლო დაწვით და დამარხეთ…
- +

13 მარტი. 2017. 02:36



ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში, ბათუმში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება:


„ვერ გავიგე წუხელ რისი თქმა უნდოდათ, მომიტინგეები კი არა, მოიერიშეები რომ ყვიროდნენ - ბათუმი, ბათუმიოოო.. არც ახლანდელი, ზოგიერთების თავგამოდებაა გასაგები, როცა წერენ - მე მიყვარს აჭარააა, დედა მყავს იქაურიო, ზოგს- ბებია, ვიღაცას თურმე შეყვარებული ელოდება იქ, კიდევ სხვას ისე , უბრალოდ „ნაყვარება"... მე მიყვარს აჭარა, ვგიჟდები, იქ ჩემი ბავშვობაა და ასეც რომ არ იყოს, მე, " სხვა სამშობლო ამაზე მეტი, არ გამაჩნიააა!" და ვინც წუხელ ქვებს ისროდა, ის ბათუმს, აჭარას აფურთხებდა და ესროდა ქვას და ტყვიას... თქვენ წუხელ თქვენი წილი სამშობლო დაწვით და დამარხეთ....",- წერს კვაჭანტირაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner