logo_geo
eng_logo
ელისო ჩაფიძე: სუს-ი ძალიან დემოკრატიულ გარდაქმნებს ახორციელებს
- +

30 მარტი. 2016. 12:08



ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ უსაფრთხოების სამსახური გახდა დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე და დღეს ჩვენ პირველად მოვისმინეთ ღია, საჯარო ანგარიში", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ელისო ჩაფიძეგანაცხადა.  პარლამენტარი  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს დადებითად აფასებს.



ვფიქრობ, ძალიან სერიოზული მოხსენება ჰქონდა ბატონ ლევან იზორიას. მან არ აუარა გვერდი ისეთი ტიპის ინფორმაციის გაცემასაც კი, რაც ე.წ. ოდეერების თემას ეხებოდა. ეს ყველაფერი გვიქმნის შთაბეჭდილებას, რომ ეს უწყება ძალიან დემოკრატიულ გარდაქმნებს ახორციელებს.

 

 

მოხსენების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით გაკეთებული განცხადება, ასევე მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო კიბერუსაფრთხოების საკითხს, პირის პერსონალური მონაცემების დაცვას, ვფიქრობ, საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ღირსეულად უმკლავდება იმ გამოწვევებს, რომლებიც არსებობს ქვეყნის წინაშე.

სუს-არის დამოუკიდებელი ორგანო, რომლის ხელმძძღვანელიც აბსოლუტურად დამოუკიდებელია პოლიტიკური გავლენებისაგან. ანგარიშით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გრძნობს საკუთარ პასუხისმგებლობას ხალხის მიერ არჩეული საკანონმდებლო ორგანოს წინაშე, სუს-მა გაწერილ ვადებში წარმოადგინა საკუთარი ანგარიში და ამ ანგარიშში, რაც ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რამდენიმე ძირითად ისეთ თემაზე იყო ყურადღება გამახვილებული, რომლებიც მსოფლიოსთვის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. კმაყოფილი ვარ დღევანდელი ანგარიშით და მასში წარმოდგენილი პრიორიტეტებით", - განაცხადა ელისო ჩაფიძემ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner