logo_geo
eng_logo
ედიშერ ქარჩავა: ე.წ. ციანიდის საქმეში ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი სოსო ოხანაშვილია
- +

13 მარტი. 2017. 10:50

 

 

საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ გაზეთ „კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ე.წ. ციანიდის საქმეში ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი, ვისთანაც მამა გიორგი მამალაძეს ახლო ურთიერთობა ჰქონდა, სოსო ოხანაშვილია.


რაც შეეხება პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის დაკითხვას, ედიშერ ქარჩავას განცხადებით, ის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან შორენა თეთრუაშვილს გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი.


შორენამ პროკურატურის ყველა კითხვას გასცა პასუხი. აქცენტი გაკეთდა იმაზეც, თითქოს ქალბატონი შორენა იყო დაინტერესებული მამა გიორგის დაკავებით. ეს ტყუილია, მას არავის დაკავების მოთხოვნით არ მიუმართავს გამოძიებისთვის. ქალბატონი შორენა დაჰკითხეს მოწმის სტატუსით. ეჭვს ვერ შევიტან იმ ვიდეოფირის ნამდვილობაში, რაც საზოგადოებამ ნახა. მის ავთენტურობას, ფაქტობრივად, მამა გიორგის ადვოკატებიც ადასტურებენ. ფაქტები ღაღადებენ იმაზე, რომ მამა გიორგი დაინტერესებული იყო ციანიდის შეძენით. მამა გიორგი ძალიან ცუდ გზაზე იდგა. ვერ შეასრულა, რაც უნდოდა. უნდოდა თუ არა ვინმეს მოკვლა, გამოძიების პრეროგატივაა. არა მგონია, მას თავისი ინიციატივით ემოქმედა. თავად ეკლესიაა დაინტერესებული, რომ გამოაშკარავდეს ყველა ის პირი, ყველა შესაძლო დანაშაულებრივი ქმედება. თუ მამა გიორგის რაიმე განზრახვა ჰქონდა, მას სატელეფონო ან სხვა სახის კონტაქტი ექნებოდა გერმანიაში მყოფ პირებთან. გერმანიაში მყოფი პირების წრე კი ცნობილია", - განაცხადა ქარჩავამ.


რაც შეეხება იმას, არის თუ არა დაკითხული ყველა ის პირი, ვინც გერმანიაში ახლდა კათოლიკოს-პატრიარქს, საპატრიარქოს იურისტის თქმით, მას ყველას დაკითხვაზე ინფორმაცია არ აქვს, „მაგრამ ის პირი, ვისთანაც მამა გიორგის ახლო ურთიერთობა და კონტაქტი ჰქონდა, უკვე დაჰკითხა გამოძიებამ".


კითხვაზე, გულისხმობს თუ არა სოსო ოხანაშვილს, ედიშერ ქარჩავა ადასტურებს, რომ დაცვის უფროსი ჰყავს მხედველობაში.


ამ საქმეში ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი, ვისთანაც მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა, არის სოსო ოხანაშვილი. ტელევიზიითაც საუბრობდა საშიშროებაზე, რომ შესაძლოა დააკავონ", - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.


 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner