logo_geo
eng_logo
ბინალი ილდირიმი: ევროპა, გთხოვ, ცხვირს ნუ ყოფ თურქეთის შიდა საქმეებში
- +

13 მარტი. 2017. 10:52

 

 

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა ბალიქესირის პროვინციაში სიტყვით გამოსვლისას ევროპა გააფრთხილა, არ ჩაერიოს თურქეთის შიდა საქმეებში.


ილდირიმის განცხადებით, ევროპის ზოგიერთი ქვეყანა ქურთისტანის მუშათა პარტიის, ფეთჰულა გიულენის ტერორისტული ორგანიზაციის წევრებსა და ანტითურქულ პირებს მასპინძლობს.


არ ქნათ ეს! გაფრთხილებთ, რომ ეს არ შეესაბამება ჩვენს მეგობრობასა და ალიანსს. ისინი, ვინც თურქეთის მტრების მეგობრები ხდებიან, თურქეთის წინააღმდეგ მტრობას ავლენენ.

ევროპა, გთხოვ, ცხვირს ნუ ყოფ თურქეთის შიდა საქმეებში და პოლიტიკაში", - განაცხადა ბინალი ილდირიმმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner