თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა ბალიქესირის პროვინციაში სიტყვით გამოსვლისას ევროპა გააფრთხილა, არ ჩაერიოს თურქეთის შიდა საქმეებში.
ილდირიმის განცხადებით, ევროპის ზოგიერთი ქვეყანა ქურთისტანის მუშათა პარტიის, ფეთჰულა გიულენის ტერორისტული ორგანიზაციის წევრებსა და ანტითურქულ პირებს მასპინძლობს.
„არ ქნათ ეს! გაფრთხილებთ, რომ ეს არ შეესაბამება ჩვენს მეგობრობასა და ალიანსს. ისინი, ვინც თურქეთის მტრების მეგობრები ხდებიან, თურქეთის წინააღმდეგ მტრობას ავლენენ.
ევროპა, გთხოვ, ცხვირს ნუ ყოფ თურქეთის შიდა საქმეებში და პოლიტიკაში", - განაცხადა ბინალი ილდირიმმა.