ე.წ. მატროსოვის ციხეში „ციანიდის საქმეზე" ბრალდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის დაკითხვა განახლდა. დაკითხვის გაგრძელების მიზნით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საქმის პროკურორი და ბრალდებულის ადვოკატები ცოტა ხნის წინ მივიდნენ.
პროკურორ ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ამოეწურა ყველა საბაბი, რატომაც კრიტიკულ შეკითხვებს არ სცემდა პასუხს.
„რა თქმა უნდა, დღესაც რაიმე ახალ მიზეზს თუ არ დაასახელებს და თავს არ აარიდებს საგამოძიებო მოქმედებებს, ჩვენ გამოვცხადდით ბრალდებულის დასაკითხად. დარწმუნებული ვართ, მას ადრე თუ გვიან მოუწევს, მძიმე ბარლდებებს გასცეს პასუხი და ასევე უპასუხოს ყველა შეკითხვას ამომწურავად. დღეს იმ იმედით ვხვდებით მას, რომ დავასრულოთ ეს საგამოძიებო მოქმედებები. შეკითხვები არსებობს ბევრ თემაზე, მათ შორის, მომწამვლელი ნივთიერების შეძენის საკითხზე და ჩვენ ამაზე დავსვამთ შეკითხვებს", - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.