logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა: მთავარია, პრეზიდენტმა ქვეყნის ინტერესების წინ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები არ დააყენოს
- +

13 მარტი. 2017. 11:08



საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროპულ ქვეყნებში მთავრობასა და პრეზიდენტს შორის ოპონირება ჩვეულებრივი პროცესია, საქართველოსთვის ეს სიახლეა, თუმცა დემოკრატიული მშენებლობისთვის ეს საჭიროც არის.


მისი თქმით, მთავარია, პრეზიდენტმა ქვეყნის ინტერესების წინ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები არ დააყენოს, რისი შთაბეჭდილებაც გარკვეულ ვითარებაში იქმნება კიდეც.


კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ პრეზიდენტმა პოლიტიკური პროცესი წამოიწყო და უახლოეს მომავალში ახალი ძალის ლიდერად მოგვევლინება? - ჯეჯელავამ უპასუხა, რომ ცალკეული მისი აქტივობები მართლაც ამყარებს ეჭვს, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკოსის სტატუსის გამყარებას ცდილობს.

 

მას პოლიტიკოსად ჩამოყალიბებას ვერავინ და ვერაფერი დაუშლის, თუმცა ქვეყნის ინტერესი უკანა პლანზე არ უნდა აღმოჩნდეს. ზოგადად, არც ერთ სცენარს არ გამოვრიცხავ, თუმცა პოლიტიკოსები მიდიან და მოდიან, მთავარია, ყველანი ქვეყნის გაძლიერებას ვემსახუროთ", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner