logo_geo
eng_logo
ურეკი-შეკვეთილს წელს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება
- +

13 მარტი. 2017. 11:10




საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ურეკში ორ მასშტაბურ პროექტს ახორციელებს. წყლის სისტემის მშენებლობა წელს დასრულდება.



მიმდინარეობს წყალმომარაგებისა და წყალარინების სატუმბი სადგურების, რეზერვუარებისა და ქსელების მოწყობა, ასევე, კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა.



პროექტის ჯამური ღირებულება 78 მლნ ლარზე მეტია, სამუშაოებზე დასაქმებულია 200 -ზე მეტი ადამიანი. ურეკში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა არ არსებობდა. პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა, ტურისტები და დამსვენებლები 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნებიან უზრუნველყოფილი, კანალიზაციის ახალი გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის დასრულების შედეგად კი შემცირდება გარემოზე მავნე ზემოქმედება და შეიქმნება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემო.



მიმდინარე სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, კომპანიის დირექტორ გიორგი კობერიძესთან,  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელ მერაბ ჭანუყვაძესთან და გურიის გუბერნატორ გია სალუქვაძესთან ერთად გაეცნო.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner