logo_geo
eng_logo
ვალერი ხაბურძანია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ხელმძღვანელებს ასახელებს
- +

30 მარტი. 2016. 12:20



უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია „ასავალ-დასავალთან" პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებზე საუბრობს. ხაბურძანია არ გამორიცხავს, რომ ნაციონალებზე  გამოქვეყნდეს მათ მიერვე გადაღებული კადრები, რაც შემდეგ ამ ხელისუფლებას დაბრალდება და განაცხადებენ, რომ კადრები დღევანდელი ხელისუფლების პირობებში არის გადაღებული.


 

კომპრომატების ომი დაიწყო, მაგრამ რადგან ამან დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, შესაძლოა მათი გავრცელებისგან დროებით თავი შეიკავონ. სავარაუდოდ ეს ბინძური კამპანია ამით არ დასრულდება. კიდევ არის დარჩენილი კადრები. 2-3 ქალბატონზე რა ხმებიც დადიოდა ნაწილობრივ ვიხილეთ, ლამის მთელმა თბილისმა იცოდა მათი ამბავი, უბრალოდ კადრები არ ქონდათ ნანახი. ამგვარი ხმები რამდენიმე მამაკაცზეც დადის და შესაძლოა შემდეგი სწორედ ეს იყოს.

 

 

ჟურნალისტის კითხვაზე,  მოსალოდნელია თუ არა, რომ ნაციონალებმა თანაგუნდელები გაწირონ, ხაბურძანია პასუხობს;

 

 

არავის გაწირვა არ დაჭირდებათ. 2 ცნობილი მამაკაცი იმიტაციას გააკეთებს, რომ შემდეგ თქვან ჩვენზეც დადეს კადრები, თქვენ კი ნაციონალებს აბრალებდითო. ამის პრევენცია უკვე მოხდა. ნიკა გვარამიას ცნობილ განცხადებას ვგულისხმობ, სადაც მან მასზე გადაღებული ფარული კადრების არსებობა დააანონსა. ისეთ კადრებს გამოაქვეყნებენ, რომლებსაც ორმაგი ახსნა ექნებათ, რადგან ისინი ძალიან კრეატიული ხალხია. ვთქვათ ორი მამაკაცი ერთმანეთს შეეხება, ან ნახევრად შიშვლები იქნებიან აბაზანაში, ნუ ერთი სიტყვით რაღაც ფრაგმენტს გამოაქვეყნებენ, რომ ამით მანიპულირება მოახდინონ. საზოგადოებისთვის დამკვეთები ისედაც ცნობილია. ამის ხელმძღვანელები იყვნენ: ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, გიგა ბოკერია, გივი თარგამაძე, გიგი უგულავა. მათი მამამთავარი კი სააკაშვილი იყო. აი ამ 6 კაცს უნდა წაეყენოს ბრალი და კიდევ ე.წ. მეგრულ ჯგუფს, რომელიც შედარებით მოგვიანებით, მაგრამ აქტიურად ჩაერთო ფარული კადრების გადაღებასა და დაშანტაჟების პროცესში. შეიძლება ითქვას, რომ ფარულ ჩანაწერებზე ორი სხვადასხვა ჯგუფი მუშაობდა და ორივე სააკაშვილს ექვემდებარებოდა. მაგალითად, გივი თარგამაძე საზღვარგარეთაც იწერდა და ხვდებოდა ქურდებს. უკრაინაში რამდენიმე ბინა ჰქონდათ, სადაც ცხოვრობდნენ, ნარკოტიკებით ერთობოდნენ და იწერდნენ ყველას, მათ შორის რუს ოპოზიციონერებს და საკუთარ თანაგუნდელებს. ამ ყველაფრის კოორდინატორი გივი თარგამაძე იყო.

 

ხაბურძანია ასევე საუბრობს პროგრამაზე, რომელიც მისი თქმით, ქართულ მხარეს, ამერიკელებმა გადმოსცეს. ეს პროგრამა ჰაკერებზე შეტევას ახორციელებდა, მაგრამ ეს  პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ არ უნდა გამოყენებულიყო.



როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა მის გარშემო ბევრი არაპროფესიონალი კადრი შეიკრიბა, მაგრამ იქ იყო ორი კაცი. პირდაპირ ვიტყვი ჩემი მეგობრები: ლაშა ნაცვლიშვილი და გელა ხვედელიძე, რომლებმაც ოპერატიული სიზარმაცე გამოიჩინეს. მათ დანაშაულებრივ ქმედებაში ჩართული ხალხის გადმობირება კი არ უნდა დაწყოთ, უნდა დაეკავებინათ და შემკვეთებზე გასულიყვნენ. ახლახან ტელევიზიით ვნახე პატარა ბიჭი ჯამალაშვილი , ვითომ ვირუსი რომ მოიგონა. არადა დარწმუნებული ვარ ეს ვირუსი ამერიკელებმა მისცეს და ამ ბიჭმა რაღაც მოდიფიკაცია გააკეთა. გიორგი გაბუნია თავის გადაცემაში ისეთი მოწიწებით ელაპარაკებოდა, თითქოს ეს ბავშვი არ იყო პირად ცხოვრებაში ჩარევის და ამ ვიდეო კადრების გადაღების შემოქმედი. ჩემი ინფორმაციით, ამერიკელებმა მისცეს პროგრამა, რომელიც იქით ახორციელებდა შეტევას ჰაკერებზე, მაგრამ ის პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ არ უნდა გამოეყენებინა. სააკაშვილის ხელისუფლებამ ამ ვირუსის მოდიფიცირება მოახდინა და სწორედ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენა. ცხადია, ამერიკელები საქმის კურსში  იყვნენ. კარგად იცოდნენ, რომ ამ ვირუსს სწორედ ასეთი კადრების შესაქმნელად იყენებდნენ. თუ ეს ასე არ არის გამოვიდეს ამერიკელების წარმომადგენელი და თქვას, რომ ამ კადრების არსებობის შესახებ არაფერი იცოდნენ", - განაცხადა ხაბურძანიამ.





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner