logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა: „რუსთავი 2“-ს სურს, ხელისუფლება დამარცხებულად წარმოაჩინოს
- +

13 მარტი. 2017. 11:58



ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ როდესაც სტრასბურგმა „რუსთავი 2"-ის სარჩელის საფუძველზე აღსრულების შეჩერება მოითხოვა, ხელისუფლებისთვის, როგორც მეორე მხარისთვის, არაფერი უკითხავთ.


რუსთავი 2"- სურს, ხელისუფლება დამარცხებულად წარმოაჩინოს, არადა, ყველას კარგად გვახსოვს, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა წინა ხელისუფლებას სტრასბურგისადმი. სწორედ რუსთავი 2" არ აშუქებდა გირგვლიანისა და სხვა მნიშვნელოვან საქმეებს, რაც სტრასბურგში მაშინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ განიხილებოდა. დღეს კი იგივე ადამიანები სტრასბურგის გულმხურვალე დამცველებად გვევლინებიან. როდესაც სტრასბურგმა რუსთავი 2"-ის სარჩელის საფუძველზე აღსრულების შეჩერება მოითხოვა, ხელისუფლებისთვის, როგორც მეორე მხარისთვის, არაფერი უკითხავთ. ეს გასაგებიცაა - გადაწყვეტილება მოსამართლემ დაჩქარებულად მიიღო, რადგან კომპანიამ აპოკალიფსი დაუხატა, თითქოს რუსთავი 2" უკანასკნელი თავისუფალი მედიასაშუალებაა და თუ გადაწყვეტილება აღსრულდება, თბილისის ქუჩებში ტრაგედიას უნდა ველოდოთო. მესმის, რომ სტრასბურგის მოსამართლე ამ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას მოერიდა... უნდა გავითვალისწინოთ, რომ სტრასბურგის შვიდი მოსამართლის განსხვავებული გადაწყვეტილება იმ ერთ მოსამართლეზე მნიშვნელოვანი დარტყმა იქნებოდა, ანუ გამოვიდოდა, რომ სტრასბურგი, როგორც უმნიშვნელოვანესი ინსტიტუცია, დაუბალანსებელ გადაწყვეტილებებს იღებს", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.


მისივე თქმით, ნებისმიერი თავმოყვარე ინსტიტუცია კარგად დაფიქრდება, სანამ ერთ დღეს ერთ გადაწყვეტილებას მიიღებს, მეორე დღეს - განსხვავებულს.

 

სტრასბურგს ქიბარ ხალვაშმა ქონებრივი უფლებების დარღვევის სარჩელით ათი წლის წინ მიმართა, თუმცა, ამას რეაგირება არ მოჰყოლია. როგორც ჩანს, სტრასბურგმა ჩათვალა, რომ ქონებრივი ნაწილი აქტუალური არ იყო, რადგან ძირითადად ადამიანის უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული, თუმცა, წლების წინ ბიზნესმენს ქონება დაუწვეს და ქვეყნიდან გააქციეს.

ყველამ იცის, რომ რუსთავი 2" თავისუფალი მედია სულაც არ არის და ყველაზე კონტროლს დამორჩილებული ტელევიზიაა. ვიცით, რომ სააკაშვილი ყოველდღიურად პირადად განიხილავს და დეტალურად ერკვევა გადაცემების შინაარსში რუსთავი 2"-ის რამდენიმე თანამშრომელთან ერთად", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner