„ეს რომ ვინმეს ულტიმატუმს წაუყენებს, იმიტომ გვაქვს საქმე, კარგად... ამან და მსგავსმა გიენა-რევანშისტებმა „გააპუსტიაკეს" წესიერი, მშრომელი ხალხის აქცია..." - ამის შესახებ სოციალურ ქსელში უფლებადამცველი მერაბ ბლადაძე „თავისუფალი ზონის" წევრ ირაკლი ჩხირკვიას შესახებ წერს.
შეგახსენებთ, ბათუმში გამართული აქციის დროს ირაკლი ჩხირკვიამ ნიღბიან აქციის მონაწილეებთან ერთად სპეციალური განცხადება გაავრცელა და ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა.
ჩხირკვიამ მოითხოვა საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომა. ის არეულობაში მონაწილეების სახელით ითხოვდა შს მინისტრთან შეხვედრას და მისგან აღნიშნული პირებისთვის ხელშეუხებლობის გარანტიის მიღებას.