ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი პროკურორის ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ყველა საბაბი ამოეწურა, რის გამოც კრიტიკულ შეკითხვებს აქამდე თავს არიდებდა.
„ფაქტობრივად, მას ამოეწურა ყველა საბაბი, რის გამოც კრიტიკულ შეკითხვებზე პასუხს არ სცემდა, თუ, რა თქმა უნდა, დღესაც რაიმე მიზეზს არ დაასახელებს და კვლავ თავს აარიდებს საგამოძიებო მოქმედებას. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ, ადრე თუ გვიან, მას მოუწევს, ამ მძიმე ბრალდებებს გასცეს პასუხი და ყველა შეკითხვას უპასუხოს ამომწურავად და სწორედ ამ მიზეზით ვხვდებით დღეს მას. შეკითხვები არის ძალიან ბევრი, როგორც ამ მომწამვლელი ნივთიერების მოძიება შეძენის თაობაზე, ასევე ბევრი სხვა თემა არის, რაზეც დღეს უნდა დაისვას შეკითხვები", - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.