logo_geo
eng_logo
15 მარტს სააპელაციო სასამართლო „პაპუაშვილის საქმეზე“ გადაწყვეტილებას გამოაცხადებს
- +

13 მარტი. 2017. 13:09



თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მთავრობის სახით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე 2007-2016 წლებში, გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ, სადავო ქონებაზე გადადებული გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი დაასახელა. პალატა საქმეზე გადაწყვეტილებას 2017 წლის 15 მარტს, 11:00 საათზე გამოაცხადებს. აღნიშნულის შესახებ სასამართლოდან „ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელს, როლანდ ბლადაძის ადვოკატს, არჩილ კაიკაციშვილს დღეს ეცნობა.


საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმეზე გადაწყვეტილება 2017 წლის 7 მარტს უნდა გამოცხადებულიყო. გადაწყვეტილების გამოცხადების გადადების მიზეზად საქმის განმხილველი ერთ-ერთი მოსამართლე თეა ძიმისტარიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა.


საქმეზე გადაწყვეტილებას მოსამართლე მერაბ ლომიძე (მომხსენებელი, თავმჯდომარე), თეა ძიმისტარიშვილი და ამირან ძაბუნიძე გამოიტანენ.


როლანდ ბლადაძის მიერ გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე დიანა ფარქოსაძის 2016 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც როლანდ ბლადაძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. 2016 წლის 24 ოქტომბერს, მოსამართლე დიანა ფარქოსაძის წინააღმდეგ „ახალგაზრდა ადვოკატებმა" კორუფციული სამართალდარღვევის სავარაუდო ფაქტზე საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საჩივარი შეიტანეს.


როლანდ ბლადაძე მოითხოვს, ბათილად იქნას ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება საქმეზე: #3/474-16, დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს.


შეგახსენებთ, რომ როლანდ ბლადაძის სასარჩელო მოთხოვნებია: ბათილად იქნას ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც კანონსაწინააღმდეგო და ამორალური და გიორგი პაპუაშვილი აღიარებულ იქნას არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად, შესაბამისად, ბათილად იქნას ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner