logo_geo
eng_logo
ლევან ბერძენიშვილი: „რესპუბლიკელებს“ „მრეწველებზე“ გაცილებით სერიოზულ პარტიად მიგვაჩნია თავი
- +

30 მარტი. 2016. 12:28



რესპუბლიკური პარტიის წევრის ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, „რესპუბლიკელები" კოალიციიდან გასვლის საკითხს არ განიხილავენ. ბერძენიშვილის თქმით, რესპუბლიკურმა პარტია 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის ფორმატზე საუბრობს და ამასთან დაკავშირებით განცხადება აუცილებლად გაკეთდება.



რჩება, არ გადის და არ ვიცი კიდევ რა ენაზე ვისაუბრო ამ საკითხზე. კოალიცია მივა არჩევნებამდე, როგორც ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში. ჩვენ ვისმჯელეთ მხოლოდ 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობის ფორმატზე", - განაცხადა ბერძენიშვილმა.



კითხვაზე, იყო თუ არა ახალი გადაწყვეტილება „მრეწველებსა" და „რეპსუბლიკელებს" შორის არსებული უთანხმოებით გამოწვეული, ბერძენიშვილის თქმით, რესპუბლიკური პარტია გაცილებით უფრო სერიოზული პარტიაა.


 

,,არამგონია რესპუბლიკური პარტიის რომელიმე ნაბიჯი ოდესმე დაკავშირებული იყოს ისეთ პარტიასთან, როგორიცაა ,,მრეწველები". ჩვენ გაცილებით უფრო სერიოზულ პარტიად მიგვაჩნია ჩვენი თავი," - აღნიშნა ბერძენიშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner