logo_geo
eng_logo
ბათუმში საპროტესტო აქციის შედეგად მიყენებული ზარალი დაახლოებით 150 ათას ლარამდე აღწევს
- +

13 მარტი. 2017. 15:28



ბათუმის მერის გიორგი ერმაკოვის განცხადებით, ბათუმში 11-12 მარტს გამართულ საპროტესტო აქციის შედეგად მიყენებული ზარალი 150 ათას ლარამდე აღწევს.


ყველაზე დიდი ზიანი ძვირადღირებულ შუქნიშნებს მიადგა. ზუსტად იმ გზაჯვარედინზე 7 მეტრის სიმაღლეზე შუქნიშნების დაზიანება მოხდა. მხოლოდ შუქნიშნების მოსაწესრიგებლად ზარალი 120 ათას ლარამდე შეადგენს. საბოლოო ჯამში, დაზიანებები ამ სახის არის ძირითადად. საბოლოო ჯამში, ეს რომ შევიძინოთ, აჭარის მთავრობას თანხის გამოყოფას ვთხოვთ. ჩვენ ჩავატარეთ ტროტუარების აღდგენითი სამუშაოები, სულ მთლიანად ჩვენი რესურსით მოხდა აღდგენა, ზარალი მთლიანობაში დაახლოებით 150 ათას ლარამდე აღწევს", - განაცხადა გიორგი ერმაკოვმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner