logo_geo
eng_logo
მარტინ შულცი: თურქეთში თანდათან დემოკრატიის დემონტაჟი ხდება
- +

13 მარტი. 2017. 15:30



ევროპარლამენტის ყოფილმა პრეზიდენტმა მარტინ შულცმა ბერლინში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თურქეთში თანდათან დემოკრატიის დემონტაჟი ხდება.


ავტორიტარული ძალების მხრიდან ღია საზოგადოებაზე წნეხი ძლიერდება. მათ სურთ დაგვიწესონ თავიანთი პოლიტიკა, თავიანთი ღირებულებები, რომლებიც კარდინალურად ეწინააღმდეგება ჩვენს პროგრესულ ღირებულებებს. ისინი მხარს უჭერენ იზოლაციას, საზოგადოებასთან ბრძოლას. ისინი მხარს უჭერენ სოციალურ, ეთნიკურ და რელიგიურ დაყოფას, ხალხს ერთმანეთის წინააღმდეგ აპირისპირებენ. ეს პოლიტიკური მოდელია. მაგალითად, აშშ-ში ხალხს რელიგიისა და ეროვნების საფუძველზე უარს ეუბნებიან შესვლაზე. სადღაც ჟურნალისტებს უმიზეზოდ აკავებენ და აჩუმებენ. ამჟამად თურქეთში დემოკრატიის თანდათანობითი დემონტაჟი ხდება", - განაცხადა მარტინ შულცმა.


მისი თქმით, გერმანიის კანცლერობის შემთხვევაში გერმანია იქნება ძლიერი, ეკონომიკურად აყვავებული, პოლიტიკურად გავლენიანი ქვეყანა, რომელიც თავის პოლიტიკურ წონას გამოიყენებს გლობალიზაციის პროცესების სამართლიანობის საფუძველზე წარსამართად.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner