გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხუცუბანში, მდინარე აჭყვაში, ზაზა და ზვიად ბლადაძეები ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით თევზაობდნენ.
„სამართალდამღვევებს ჩამოერთვათ ელექტროშოკური აპარატი, 4 ერთეული ჩოგანბადე და აკუმულატორი. დაილუქა 2,086 კგ. ტობის და 4, 654 კგ. ქაშაპის სახეობის თევზი.
ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოებს", - აცხადებენ სამინისტროში.