logo_geo
eng_logo
ვახტანგ მაისაია: წინა ხელისუფლება საფრთხეებს ჟანგიანი ტანკებით ებრძოდა!
- +

30 მარტი. 2016. 12:38



ექსპერტი უსაფრთხოებისა და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში ვახტანგ მაისაია "კვირასთან" საუბრისას აფასებს საპარლამენტო უმცირესობის წევრების კრიტიკას იმის თაობაზე, რომ არსებული ხელისუფლება რუსეთიდან მომავალ საფრთხეებს ვერ აცნობიერებს. მისი თქმით, რუსეთიდან მომავალი საფრთხეებს თავის დროზე სწორედ "ნაციონალური მოძრაობა" ვერ აცნობიერებდა. ამიტომ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ:




"რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს წინა ხელისუფლება თუ აცნობიერებდა, ესაა საკითხავი, ფაქტიავერ აცნობიერებდა და ჟანგიანი ტანკებით  ებრძოდ საფრთხეებს. მხოლოდ შიდა კომფორტზე იყვნენ გადასულები და რეჟიმის უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ. გადახედონ იმ შედეგებს, რაც დატოვეს, ვიდრე სხვის კრიტიკას დაიწყებდნენ. "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, მსგავსი განცხადებებით, არსებულ ხელისუფლებას საკუთარი შეცდომების გამეორებისკენ უბიძგოს და ისეთ ტრაგიკულ შედეგებამდე მივიდეთ, რისი მომსწრენიც 2008 წლის აგვისტოში გავხდით. რუსეთიდან მომავალი საფრთხეები, სამწუხაროდ, იმდენად რეალურია, რომ ამას ყველა ამჩნევს, და რაიმე განსაკუთრებული დაკვირვება არაა საჭირო. ვფიქრობ, დღევანდელ ხელისუფლებას აქვს იმის უნარი, რომ ადეკვატური პასუხები გასცეს ამ საფრთხეებს."



რაც შეეხება უშუალოდ სახელმწიფო უსაფრთხოების ანგარიშს, მაისაია მას ძირითადად, დადებითად აფასებს და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით გატარებულ კონტრზომებს იწონებს.



საკმაოდ დადებითად ვაფასებ ანგარიშს, განსაკუთრებით კიბერუსაფრთხოების კუთხით შეძლეს ეფექტური კონტრზომების მიღება. რაც შეეხება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, ზოგადად, სტანდარტული, მსოფლიო პრაქტიკაში არსებული ზომებით დღეს უკვე ცოტა რთულია "ისლამურ სახელმწიფოსგან" მომავალ საფრთხეებს დაუპირისპირდე. "ისლამურმა სახელმწიფომ" და მასთან ასოცირებულმა ჯიჰადისტურმა ორგანიზაციებმა შეცვალეს მოქმედების ტაქტიკა, ამიტომ სპეცსამსახურების მიერ საჭიროა არასტანდარტული, არაორდინალური მიდგომების შემუშავება, თუმცა, ვფიქრობ, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართლებით ადეკვატური ღონისძიებები ტარდება", - განაცხადა მაისაიამ.



შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან იზორიამ სუს-ის ანგარიში პარლამენტში, სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე წარადგინა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს მოისმენენ. ანგარიშს სესიაზე სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური წარადგენს.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner